FSSC 22000 შიდა აუდიტორი
სურსათის უვნებლობა
350 € (ექვივალენტი ლარში)
16 საათი
თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ . . .
-
გსურთ გახდეთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი და ჩაატაროთ აუდიტები HACCP, ISO 22000 და ISO 22002 სტანდარტების მოთხოვნებთან მიმართებით;
-
ახლახან ჩაერთეთ შიდა აუდიტების პროცესში და გსურთ, ან მოგეთხოვებათ, გაიუმჯობესოთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტების ჩატარების უნარ-ჩვევები;
-
თქვენი ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, პერიოდულად ატარებთ მეორე მხარის (მაგალითად: მომწოდებლის) აუდიტს.
თქვენ შეისწავლით ...
-
პრინციპებს, პროცესებს და მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება სურსათის უვნებლობის რისკების მენეჯმენტისა და შეფასებისთვის
-
როგორ შეიძლება მიაღწიოთ მუდმივ გაუმჯობესებას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში
-
რა წვლილი აქვს აუდიტს მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობაში
-
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის როლს და პასუხისმგებლობებს
-
როგორ მოემზადოთ აუდიტისთვის
-
პროცესებზე დაფუძნებული ჩეკლისტის მნიშვნელობას
-
როგორ შეაგროვოთ აუდიტის ობიექტური მტკიცებულებები დაკვირვების, გასაუბრების და დოკუმენტების ამონარჩევის მეშვეობით
-
შეაფასოთ დაკვირვების შედეგები და დაადგინოთ შესაბამისობა, შეუსაბამობა და შედეგიანობა
-
თვალსაჩინოდ მოახდინოთ დაკვირვების შედეგების ანგარიშის შედგენა ისო 22000 სტანდარტთან მიმართებით
-
რა არის მაკორექტირებელი ღონისძიებები და პასუხისმგებლობები მათი შესრულების პროცესში
-
როგორ ადევნოთ თვალი და მოახდინოთ გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შედეგიანობის ვერიფიკაცია.
თქვენ დაგჭირდებათ ...
- ისო 22000 სტანდარტის ცოდნა (საუკეთესო შემთხვევაში, მიღებული გქონდეთ Lloyd's-ის სატრენინგო კურსი "FSSC 22000 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება")
- სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
- სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის, წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების, GMP/GHP პრაქტიკის და HACCP პრინციპების ცოდნა.
თქვენი ტრენინგების კურსის შემდგომი განვითარება ...
-
"ბიზნესის გაუმჯობესების" პროგრამები
-
FSSC 22000 Auditor/Lead auditor
სამუშაო ენა
ქართული
რეგისტრაცია
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამას.