ენერგიის განახლებადი წყაროები და მისი მნიშვნელობა

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. მართლაც, ჩვენი ყოველდღიურობა უკვე წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტის თუ კომფორტულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლების გარეშე, რომელთა ფუქციონირებისათვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მათზე მოთხოვნა განუწყვეტლივ იზრდება.

 

ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, დემოგრაფი და ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი თვლიდა, რომ კაცობრიობას განადგურება ემუქრებოდა, რადგან მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო არსებობის საშუალებები არითმეტიკული პროგრესიით (მოსახლეობის ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებს საარსებო საშუალებების ზრდის ტემპს), ამავე დროს, დედამიწის ზოგიერთი რესურსი ამოწურვადია. საბედნიეროდ, მალთუსის პროგნოზი არ გამართლდა, რადგან კაცობრიობამ ისწავლა არამარტო ენერგიის ეფექტურად გამოყენება, არამედ ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება. 

 

 

რატომ განახლებადი ენერგია?

 

განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის ამოუწურავია, განსხვავებით წიაღისეული რესურსებისგან (ნავთობი, ქვანახშირი და სხვა) ამავე დროს, განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ზიანს არ აყენებს, შესაბამისად, ასეთი სახის ენერგია გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მოთხოვნა ენერგიაზე ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მივაყენოთ.

 

ენერგიის განახლებადი წყაროების სახეები

 

არსებობს განახლებადი ენერგიის წყარეობის შემდეგი სახეები: 

  • წყლის ენერგია;

  • ტალღების ენერგია;

  • მზის ენერგია;

  • ქარის ენერგია;

  • გეოთერმული ენერგია;

  • ბიომასის ენერგია.

წყლის ენერგია

 

წყლის ენერგიის გამოყენება კაცობრიობამ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით დაიწყო. მაგალითად, ძველი ბერძნები და რომაელები წყლის ენერგიას დოლაბების ასამოძრავლებლად და მარცვლეულის დასაფქვავად იყენებდნენ. დაახლოებით 100 წლის წინ წყლის ენერგიის გამოყენებით უკვე ელექტროენერგიის მიღება გახდა შესაძლებელი, რაც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმდროინდელ მსოფლიოში. ჰიდროელექტროსადგურებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქავეყნის ელექტროენერგიის 80% სწორედ წყლით ენერგიით მიიღება.

 

 *სურათზე გამოსახულია ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰესია.

 

ტალღების ენერგია

 

მსოფლიო ოკეანეს დედამიწის ზედაპირის 75% უკავია, შესაბამისად ტალღების ენერგიის ათვისება საკმაოდ პერსპექტიულია. ასევე, ტალღების ელქტროსადგურები წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მსგავსად მუშაობს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი სადგურების აშენება ტექნოლოგიურად უფრო რთული და ძვირადღირებულია, სწორედ ამიტომ მსოფლიოში მხოლოდ 2 ტალღების ენერგიის სადგური ფუქციონირებს, რომელთაგან ერთი საფრანგეთს, ხოლო მეორე კანადას ეკუთვნის.

 

 

 

 

 

მზის ენერგია

 

კაცობრიობამ მზის ენერგიის ათვისება უძველესი დროიდან დაიწყო და მას სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდა. მაგალითად, თქმულების მიხედვით ბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ ბერძნული ქალაქ სირაკუზის დასაცავად რომაელთა ჯარებისგან სწორედ მზის ენერგია გამოიყენა. მან ლითონის სარკის ზედაპირზე არეკლილი სხივების ფოკუსირებით რომაულ საბრძოლო ხომალდებს ცეცხლი გაუჩინა. გარკვეული დროის შემდეგ კაცობრიობამ მზის ენერგიის გამოყენება უფრო რაციონალური მიზნებისთვის დაიწყო. 1515 წელს ლეონარდო და ვინჩმა შექმნა კონსტრუქცია, რომელიც მზის ენერგიას წყლის გასაცხელებლად იყენებდა. 

 

მზის ენერგიის გამოყენებას უდიდესი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ყოველ საათში დედამიწაზე იმდენი მზის ენერგია აღწევს, რომ ერთი წლის მანძილზე მსოფლიო ენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნებოდა საჭირო.

 

არსებობს მზის ენერგიის გამოყენების პასიური და აქტიური მეთოდები. პასიურ მეთოდი არ გულისხმობს რაიმე სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებას. მისი მაგალითია საცხოვრებელი სახლების ისეთი დაპროექტება, რომ მზის ენერგია ეფექტურად იქნეს გამოყენებული. 

 

 *საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პასიური მეთოდის მაგალითი ვარძიაა, რადგან კელიები მზისგან მაქსიმალური განათებითა და სითბოთი იყო უზრუნველყოფილი

 

მზის ენერგიის გამოყენების აქტიური მეთოდი კი მზის პანელებია. მათი საშუალებით შესაძლებელია არამარტრო წყლის გაცხელება, არამედ ელექტროენერგიის მიღება