რა გავლენა აქვს მთვარის ფაზებს სოფლის მეურნეობაში?

სოფლის მეურნეობის სწორ განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა საკვებ რესურსებზე, რაც კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს სასოფლო სამეურნეო სექტორს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანას დიდი რესურსი აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ, რაც სწორად უნდა გამოვიყენოთ. საინტერესოა რა გზები არსებობს ამ მხრივ? და რა გავლენა აქვს ამ ყველაფერზე მთვარის ფაზების გათვალისწინებას?

გრავიტაციას მცენარის ზრდასა და განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, საინტერესოა, თუ საიდან ხვდება მიწაში დარგული მარცვალი რომელ მხარეს უნდა გაიდგას ფესვები, ხოლო რომელ მხარეს ღერო? ამ მხრივ მრავალი კვლევა ჩატარდა, თუმცა მაინც ვერ აიხსნა ის მექანიზმი თუ რატომ ხდება ასე, თუმცა მეცნიერებმა ერთი რამ მაინც დაასკვნეს: სწორედ გრავიტაციის მეშვეობით ხვდებიან მცენარეები ამ ყველაფერს და მათ ზრდასა თუ განვითარებაში გრავიტაციულ ძალას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

მთვარე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია, რომელიც ჩვენს პლანეტაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს საკუთარი გრავიტაციული ძალით. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ზღვის დონის ცვალებადობა: მიქცევა და მოქვევის ფენომენი. მეტიც, მიუხედავად იმისა რომ, მთვარე სხვა ციურ სხეულებთან (მზე, მზის სისტემის პლანეტები და ა.შ.) შედარებით საკმაოდ პატარაა, მისი გრავიტაციის გავლენით ძალიან მცირედით, მაგრამ დედამიწის ფორმაც კი იცვლება. თუმცა მთვარის ზეგავლენა ჩვენს პლანეტაზე აქ არ სრულდება, ის ასევე დიდ გავლენას ახდენს მცენარეებზე და შესაბამისად სასოფლო სამეურნეო სექტორზე.

უძველეს ადამიანებს, ჯერ კიდევ ანტიკურ დროში, არ გამორჩენიათ, თუ რამხელა გავლენას ახდენდა მთვარე და მთვარის ფაზები მცენარეთა ზრდასა და განვითარებაზე, ამიტომ ისინი ყოველთვის ითვალისწინებდნენ სასოფლო სამეურნეო სამუშაოების დროს მთვარის კალენდარს. დროთა განმავლობაში აღნიშნული პრაქტიკა დავიწყებას მიეცა, თუმცა იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც სექტორს თანამედროვე დროში უდგას, აღნიშნული სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა უფრო აქტუალური გახდა.

მთვარეს 29 1/2 დღიანი ციკლი აქვს, რომლის დროსაც იცვლება მთვარის ფაზები ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე. ამ ციკლის განმავლობაში კი არსებობს ისეთი მონაკვეთები, რა დროსაც მცენარის დათესვისთვის, გასხვლისთვის ან მათი მოვლისთვის საუკეთესო დროა. მაგალითად, ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე მონაკვეთი საუკეთესო დროა ისეთი მცენარეების დათესვისთვის, რომლებსაც ნაყოფი მიწის ზემოთ აქვთ და პირიქით, სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე უმჯობესია დაითესოს ისეთი სასოფლო სამეურნეო კულტურები, რომელთა ნაყოფი მიწის ქვეშ იზრდება. მაგალითად ჭარხალი, კარტოფილი, თალგამი და ასე შემდეგ. ასევე, უმჯობესია არ დავთესოთ მცენარეები მთვარის ციკლის უკანასკნელ მეოთხედში. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ მთვარის კალენდარს, რომელშიც გათვალისწინებულია სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის იდეალური პერიოდები.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.