როგორ გახდა გრენობლი მწვანე ქალაქი?

ჩვენთვის უკვე უცხო აღარაა თუ რა სისწრაფით იზრდება მსოფლიო მოსახლეობა და მასთან ერთად ქალაქების ზომა თუ რაოდებობა. 2018 წლის მონაცემებით მსოფლიოში ურბანიზაციის დონემ 55%-ს მიაღწია. ექსპერტთა მტკიცებით კი 2050 წლისთვის ურბანიზაციის დონე 68%-ს გაუტოლდება. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, თუ რამდენად იზრდება ქალაქები ზომაში მსოფლიო მასშტაბით, მოვიყვანოთ ტოკიოს მაგალითი, რომლის მოსახლეობაც (ქალაქისა და მისი შემოგარენის - Greater Tokyo Area) 37 მილიონ ადამიანს სცდება. ამიტომაც რთული წარმოსადგენია, თუ რა რეალობა გველის წინ - 2050 წლისთვის, როდესაც ურბანიზაციის დონე 68%-მდე გაიზრდება. შეძლებენ კი ქალაქები გაზრდილ მოსახლეობის რაოდენობასთან გამკლავებას? ხომ არ გამოიწვევს ყოველივე ეს ქაოსს?

ყოველივე აქედან გამომდინარე მდგრად განვითარებას და რესურსების ეფექტურად მოხმარებას არ აქვს ალტერნატივა, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა ვერ შეძლებს გნავითარებას. ხატოვნად რომ ვთქვათ, მომავალი 100 წლის განმავლობაში კაცობრიობას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს და სწორედ ეს წლები იქნება გარდამტეხი, მსოფლიო განვითარების ვექტორის მიმართულებისთვის. როგორც ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ ამბობს, სწორედ ეს მომავალი 100 წელი განსაზღვრავს თუ რა ბედი მოელის კაცობრიობას - განვითარდება და მიაღწევს არნახულ სიმაღლეებს თუ განადგურდება.

რესურსების ეფექტურად მოხმარებისა და მდგრადი განვითარების გარდა მსოფლიოში ჰარმონიის და განვითარების ვექტორის სწორი მიმართულების მისაღწევად აუცილებელია ქალაქების სწორი დაგეგმარება, მწვანე არქტიტექტურის განვითარება, განახლებადი ენერგიის მაქსიმალური გამოყენება და ა.შ. რადგან როგორც უკვე ვახსენეთ მსოფლიო ურბანიზაციის დონე საკმაოდ დიდი სისწრაფით იზრდება, რამაც ქალაქში მცხოვრებთა ცხოვრების დონე არ უნდა გააუარესოს. ცხადია, უნდა არსებობდეს ქალაქების მოწყობის ისეთი კონცეფცია, რომელიც მაცხოვრებელთა ცხოვრების ხარისხს, მიუხედავად გაზრდილი მოსახლეობისა, აამაღლებს.

საბედნიეროდ უკვე გვაქვს ასეთი ტიპის ქალაქის მაგალითი და ის საფრანგეთის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში, ალპებთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი გრენობლია, რომელიც უკვე წლებია ამაყად ატარებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მწვანე ქალაქის სტატუსს. საინტერესოა როგორ მიაღწია ყოველივე ამას პატარა ფრანგულმა ქალაქმა? - ამისი უმთავრესი მიზეზი კი არის ის, რომ ქალაქის მოსახლეობა კარგად აანალიზებს, თუ რამხელა გავლენას ახდნენ ადამიანები პლანეტაზე, მათ კარგად ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა, რადგან მის გარეშე მათ შთამომავლებს არ ექნებათ ცხოვრების მაღალი ხარისხი და გაუდაბნოებულ, ეკოლოგიური კატასტროფებით სავსე, არასტუმართმოყვარე პლანეტაზე მოუწებთ ცხოვრება, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. ქალაქი უკვე დიდი ხანია მდგრადი განვითარების მზას ადგას და დროის ამ პერიოდში უკვე დაინერგა მწვანე არქტიტექტურა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ენერგიის უფრო ეკონომიურად მოხმარება, რადგან ასეთი ტიპის შენობები ისეეა დაპროექტებული, რომ ინარჩუნებს სითბოს ზამთარში, ხოლო ზაფხულში სიგრილეს. ასევე გრენობლში დაინერგა ISO 37101 სტანდარტი, რომელიც ეხმარება ქალაქს მდგრად განვითარებაში. ასევე, ალპების პატარა ქალაქი უკვე დიდი ხანია ატარებს ჭკვიანი ქალაქის სტატუსს (smart city) რაც გულისხმობს იმას, რომ ქალაქი უნდა იყოს რაც შეიძლება მოსახერხებელი საცხოვრებლად. მაგალითად: ქალაქის ინფრასტრუქტურა მოერგოს შშმ პირებს, მოხდეს რესურსების შედეგიანად გამოყენება, თავიდან ავირიდოთ საცობები და ჰაერის დაბინძურება, არსებობდეს ქალაქში მწვანე ზონები, დაინერგოს "ჭკვიანი" კამერებისა თუ შუქნიშნების სისტემა და ა.შ

*ელექტროავტომობილები ქალაქ გრენობლში (ფოტო: pressroom.toyota.com)

საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, მსოფლიოს უამრავ მეგაპოლისებს შორის, რომლებიც ზომაში საკმაოდ დიდები არიან და ყველაზე მეტად აწუხებთ ეკოლოგიური თუ ჭარბი მოსახლეობის პრობლემები, გამოირჩა პატარა ქალაქი ალპებში, რომელმაც ანახა სამყაროს, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ქალაქი - კაცობრიობა ხომ ახლა იწყებს მომავლის იმპერიის შენებას, სწორედ უკანასკნელ ასწლეულის განმავლობაში ჩვენ, ადამიანებმა, ავირჩიეთ

განვითარების, პროგრესის გზა და ამ პროგრესმა უკვე იმხელა სიჩქარე აკრიფა რომ ვეღარაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც პანდემია, რადგან შექმნილი სიტუაციის მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები, უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები შეუჩერებლად აგრძელებენ მუშაობას. თუმცა გრენობლი მარტო არაა, მდგრადი განვითარების გზას მსოფლიოს კიდევ უმარავი ქალაქი ადგას, რომლებიც ცდილობენ გახდენ საცხოვრებლად გაცილებით უკეთესები, რათა მომავალს უკეთ მომზადებულები და განვითარებულები შეხვდნენ და ერთ დღესაც, შორეულ თუ ახლო მომავალში, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქი იქნება გრენობლის მსგავსი - ეკოლოგიურად სუფთა და ცხოვრების მაღალი სტანდარტის.

ყიველივე აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარება და ენერგოეფექტურობა კაცობრიობის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა სტანდარტი ISO 50001 - ენერგო მენეჯმენტის სისტემები, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საკონტროლო წერტილების დადგენის, გაზომვების, დოკუმენტირების, ენერგო ეფექტურობის და გამომუშავებული სათბურის გაზების ანგარიშების წარდგენის, აგრეთვე ახალი ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრიორიტეტების შესახებ. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ეკონომიკურ სექტორებში ISO 50001 სტანდარტის მიზნობრივად ფართო გამოყენებამ, როგორც გლობალური ენერგო მენეჯმენტის სისტემის მოდელისა, შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების 60 %-ზე.​

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ ისო 50001 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ ენერგო მენეჯმენტის სისტემის გამოყენებით.

დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.