სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე

მსოფლიო მოსახლეობა დღითიდღე იზრდება და ახალ რეკორდებს ხსნის, ამავე დროს იზრდება მსოფლიო კეთილდღეობის დონეც, რაც ნიშნავს იმას, რომ იზრდება მოთხოვნა რესურსებზე, მათ შორის გამონაკლისი არც საკვები რესურსებია. საკვებ რესურსებზე გაზერდილი მოთხოვნა კი წარმოქმნის უამრავ გამოწვევას. მათ შორისაა საკვების დაბინძურება. მით უმეტეს რომ საკვები სანამ თქვენ თეფშზე აღმოჩნდება გადის სასურსათო ჭაჭვის გრძელ გზას, რა დროსაც შეიძლება მოხდეს მისი დაბინძურება ან შენახვის პირობების. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცცემებით ყოველწიურად ყოველი 10 ადამიანიდა 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება, რაც მეტად საგანგაშო ციფრია.

სწორედ ამ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, 2019 წლიდან ყოველ 7 ივნისს აღინიშნება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, რომლის მთავარი მიზანია აამაღლოს მოსახლეობის ინფორმირებულობა უვნებელი სურსათის შესახებ. ინიციატივა წარმოიშვა 2016 წელს კოსტა რიკაში და მისი ავტორები იყვნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). ღონისძიების სლოგანია „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“ და ხაზს უსვამს უვნებელი სურსათის წარმოების, მიწოდების და მოხმარების პროცესში ხელისუფლების, მწარმოებლების და ნებისმიერი ადამიანების საერთო პასუხისმგებლობას.

ამავე დროს, სურსათის უვნებლობა ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან რამდენიმეს მიღწევას. მაგალითად:

  • მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა;

  • მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.;

  • მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება;

  • მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

მსოფლიო ჯამრთელობის ორგანიზაციამ 2001 წელს წარადგინა "ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის", რომლის მიზანია მარტივად და გასაგებად ახსნას, თუ რა ზომებია საჭირო უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. სურსათით გამოწვეულ დაავადებათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია, თუკი ხელით დამუშავების დროს მოხდება სათანადო წესების დაცვა.

სურსათის უვნებლობის კუთხით მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც შემუშავებული აქვს მრავალი სტანდარტი სურსათის უვნებლობის დასაცავად. მათ შორისაა ISO 22000 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები. ISO 22000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილემ, "ფერმიდან სუფრამდე". მათ შორის იმ პროდუქტების მწარმოებელმა და მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა დალაგება-დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი, მოწყობილობა-დანადგარების მწარმოებელი და სატრანსპორტო კომპანიები.

ასევე გამოსაყოფია HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემა, რომელიც არის საუკეთესო გზა, რომლის საშუალებით სურსათის მწარმოებლები და მიმწოდებლები იცავენ საკუთარ ბიზნესს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მომხმარებლებს სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებებისგან. ​

ჩვენი გამოცდილი კონსულტანტების მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, დაგეხმარებათ ისო 22000 სტანდარტის მოთხოვნების სრულ ადაპტაციაში და HACCP სისტემის გამოყენებასა და ადაპტაციაში. დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.